მუსიკა----IX კლასი
მთავარი თემა
|
ვენის კლასიკოსები
|
მნიშვნელობა\აქტუალობა
|
გააღრმაოს მოსწავლეთა ცოდნა კლასიკური მუსიკის და
კლასიკოსების შესახებ. გაკვეთილის თემა
მოსწავლეებს გამოუმუშავებს მოსმენის და შემდეგ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებზე საკუთარი აზრის გამოთქმის და
მსჯელობის უნარ-ჩვევებს.მიღებულ ცოდნას დაუკავშირებს სხვა კომპოზიტორთა
შემოქმედებას.გააკეთებს მსგავსება განსხვავებას ნასწავლ და მომდევნო მასალას
შორის.
|
მიზნები და შედეგები
|
ახალი ტერმინების სწორად გააზრება-გამოყენების
უნარ-ჩვევების განვითარება,კომპოზიტორთა ბიოგრაფიის და
შემოქმედების ცოდნა,მუსიკის მოსმენით მიღებული
შთაბეჭდილებების გადმოცემა,მუსიკის გამომსახველი საშუალებების
შესწავლა(რიტმი,მელოდია,დინამიკა,ტემპი,ტემბრი),კლასიციზმის მუსიკალური კულტურისა
და საკრავების გაცნობა.
მუს.IX.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
მუს. IX.8.
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი
მხარეების დახასიათება.
მუს.IX.9.
მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების
ცხოვრებაში.
|
წინასწარი ცოდნა
|
რა იციან ვენის
კლასიკოსების
შესახებ .რომელი მუსიკალური ნაწარმოები აქვთ მოსმენილი.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
ინდივიდუალური
და ჯგუფური შეფასება
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,ვიდეო
და აუდიო მასალა
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
კლასიციზმის ეპოქის გაცნობა-ვენის კლასიკოსების: ი.ჰაიდნი,ლ.ვ.ბეთჰოვენი,ვ.ა.მოცარტი-შესახებ
საუბარი,თითოეული კომპოზიტორის ნაწარმოების მოსმენა და მოსწავლეების შთაბეჭდილებების
გადმოცემა,ორკესტრის კლასიკური შემადგენლობის გაცნობა,მოსწავლეების მიერ ორკესტრის
საკრავების დასახელება,ისტორიული ეპოქის, მუს.ჟანრების შესახებ საუბარი,ვენის კლასიკოსების წვლილი
სხვადასხვა ჟანრის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.მოსწავლეების მიერ კლასიკური და თანამედროვე ორკესტრების შედარება,მოსწავლეებს
ეძლევათ დავალება მოამზადონ პრეზენტაციები თითოეული კომპოზიტორის შემოქმედებაზე.
|
დიფერენცირებული
სწავლება
|
ინკლუზია---გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები კომპლექსურად მოიცავს განვითარების სხვადასხვა სფეროს .
|
No comments:
Post a Comment