სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:
ქართული ხალხური სიმღერა
2.პროექტის მთავარი
იდეა(თემა)1-2წინადადებით:
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას
ქართული ხალხური სიმღერის შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებში ზოგადად ქართული მუსიკალური ფოლკლორის
მიმართ ინტერესის გაღვივება,მუსიკალური
სმენის განვითარება.
4.პროექტის მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს ქართული ხალხური სიმღერის მიმართ ინტერესის გაღვივებას ბავშვებში,მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს, დაუკავშირებენ გეოგრაფიულ და ისტორიულ პირობებს ,ლიტერატურას,ყოფა_ცხოვრებას,ტრადიციებს,გაეცნობიან ხალხური სიმღერის ჟანრულ მრავალფეროვნებას,ხასიათს.მოიძიებენ ინფორმაციას თუ რა პრობლემებისა და საშიშროების წინაშე იდგა ქართული ხალხური სიმღერა,როგორ მოაღწია დღემდე ამ ეროვნულმა საგანძურმა .
5.მონაწილეთა ასაკი:
14 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
7.მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებს უვითარდებათ მუსიკის მოსმენის, აღქმის,მსჯელობის,საკუთარი შეხედულებების გამოთქმისა და დასაბუთების უნარი,იძენენ ცოდნას მრავალხმიანობის სხვადასხვა სახის შესახებ,უკეთ ეცნობიან საკუთარი ქვეყნის ისტორიას,გეოგრაფიას,კულტურასა და ტრადიციებს,ეცნობიან სხვადასხვა ანსამბლებს,ინდივიდუალურ შემსრულებლებს,კომპიუტერის საშუალებით იძენენ მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,გაზიარების უნარ-ჩვევებს,სწავლობენ გუნდურ მუშაობას და პროექტის წარდგენას.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,ინტერნეტი
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):
პროექტის ფარგლებში ხდება ბავშვების ჯგუფებად ჩამოყალიბება : თვითოეულ ჯგუფს ეძლევა ინფორმაციის მოძიების არეალი საქართველოს კუთხეების მიხედვით.მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ თითოეული კუთხის მუსიკალური ფოლკლორის შესახებ ზოგადად და წარმოადგინონ ერთი სიმღერა--განხილონ ტექსტი,სავარაუდო შექმნის ეპოქა, ისტორიული კონტექსტი და ა.შ.მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ (კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით). სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში თავად შეასრულონ სიმღერა ან ფრაგმენტი სიმღერიდან .
10.საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინტეგრირება ისტორიასთან,გეოგრაფიასთან,ლიტერატურასთან
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნინო ხვისტანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nkhvistani7@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:
nkhvistani7@blogspot.com
No comments:
Post a Comment