მუსიკის ისტორია


 შემაჯამებელი წერისათვის   
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მუსიკაში უფრო მეტად გაისმის დინონანსური ჟღერადობა.ასეთი ინტონაციებია რ.შტრაუსის ი.სტრავინსკის,ა.შონბერგის და სხვათა ნაწარმოებებში.
ამიერიდან კომპოზიტორები ახლებური ხედვითა და სტილით იწყებენ მუსიკის შექმნას.(ა.ვებერნი,ა.ბერგი,ჩ.აივზი)
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოღვაწეობას იწყებენ კომპოზიტორები,რომლებიც ეძებენ ახალ გამომსახველობით ხერხებსა და ჟღერადობებს.პიერ ბულეზი ოლივიე მესიანი,ჯონ კეიჯი,კარლჰაინც შტოკჰაუზენი,ლუიჯი ნონო,იანის კნესანიკი,ისაო ტომიტა.ამ დროისთვის შექმნილი ტექნოლოგიები კომპიუტერი,სინთეზური საკრავები და ჟღერადობა მათ ხელს უწყობს სრულიად განსხვავებული მუსიკალური ჟღერადობის შექმნაში ,რასაც ელექტრონულ მუსიკამდე მივყავართ.
ამგვარად მეოცე საუკუნის ტექნიკური პროგრესი ბგერის გარდაქმნის არაჩვეულებრივად მრავალფეროვან საშუალებებს  იძლევა.მუსიკა იქმნება არა მარტო ნოტებით,სახეშეცვლილი ბგერებით.ანუ ბგერებით რომლებსაც არ გააჩნიათ ტემბრი.უტემბრო ბგერების ერთმანეთზე დადებით ვღებულობთ სინთეზური ჟღერადობის ბგერებს,რომლებიც ელეკტრონულ მუსიკაში გამოიყენება.ამგვარად  უტემბრო ანუ სინთეზური ტონი(ბგერა)საფუძვლად დაედო ელეკტრონულ მუსიკას.

არის კომპოზიციები ,რომლებიც მთლიანად ელექტრონული საშუალებებით იქმნება.და არის ნაწარმოებები ,რომლებშიც ელექტრონული ხმოვანება ტრადიციული მუსიკალური საკრავების ჯღერადობასტან არის შერწყმული.მუსიკაში ნებისმიერი ბგერა ტალღისებურად ვრცელდება.მისი მოძრაობა შეილება სხვადასხვა სინუსოიდით ანუ მრუდე ხაზით გამოისახოს.სინუსოიდით გამოისახება როგორც აკუსტიკური ისე სინთეზური ბგერა.

აკუსტიკური ბგერები იგივე ბუნებრივი ბგერებია,რომლებიც არაა დაკავშირებული ელექტრონულ საშუალებებთან და მას გამოსცემენ აკუსტიკური ანუ ბუნებრივი საკრავები.(გიტარა ,ვიოლინო,ფორტეპიანო,ჰობოი და ა.შ)

ერთი და იგივე მელოდია შიეძლება შევასრულოთ სხვადასხვა საკრავზე,იქნება ეს ვიოლინო,ფორტეპიანო თუ ფლეიტა.ერთსა და იმავე ტონალობასა და ტემპში,მაგრამ მათი ხმოვანება განხვავებული იქნება.ბგერის შეფერილობას მუსიკაში ტემბრს ვუწოდებთ.
ტემბრი ახასიათებს ყველა ხმასა და ყველა საკრავს.მისი მეშვეობით  ვანსხვავებთ ერთმანეთისაგან ადამიანთა და მუსიკალურ საკრავთა ხმებს.ასეთ ბგერებს აკუსტიკურ ბგერებს ვუწოდებთ.

მუსიკაში სხვაგვარი ხმა ტემბრებიც გვაქვს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და სპეციალურ ლაბორატორიებში შექმნეს ახალი ტემბრები ,რომლებიც ბუნებაში არ ჟღერს.ასე შეიქმნა ახალი მოწყობილობა სინთეზატორი,რომელსაც შეულია შექმას ახალი ტემბრები და ზოგჯერ წარმატებით მიბაძოს კიდეც არსებულ ხმებს.ასეთ ბგერებს სინთეზური ბგერები ქვიათ.
ცხადია,რომ სინთეზატორის ხელოვნური ტემბრები ვერ შეცვლიან ცოცხალი მუსიკის ხმებსა და საკრავებს.მაგრამ თანამედროვე მუსიკალური ხელოვნება წამოუდგენელია სინთეზატორის გარეშე.თითოეული ბგერა წარმოიშობა ჰაერის რხევის შედეგად და მას ტალღისებური ფორმა აქვს.მას ტემბრულ ტალღებს ვუწოდებთ.


აკადემიური ელექტრონული      მთლიანად დამყარებულია სინთეზურ ხმოვაებასა და სინთეზურ საკრავებზე,ასევე ისეთ ხმა-ხმაურებზე რომლებსაც ვერ შეასრულებს მუსიკალური საკრავები და ჩამწერ სტუდიაში იქმნება.

პოპ.ელექტრონულ მუსიკაში კი გამოიყენება როგორც ელექტრონული ისე აკუსტიკური საკრავები.ამასთანავე აკადემიური ელექტრონული მუსიკისაგან განსხვავებით,რომლის ტრადიციული მუსიკალური ენის ელემენტებს(ჰარმონია,მელოდია,რიტმი და ა.შ) უარყოფს პოპ.ელექტრონული მუსიკა მათ იყენებს.


დღეს ჩეწერილი მუსიკა ჩვეულებრივი მოვლენაა,მაგრამ მუსიკის მოყვარულებს ცოცხალი შემსრულებლების გარეშე მუსიკის მოსმენის პრივილეგია სულ რაღაც საუკუნის წინ მიეცათ.ყველაფერი 1887 წელს გამომგონებელ თომას ედისონის ამერიკულ ლაბორატორიაში დაიწყო,როდესაც ცილინდრზე ოიზეფ ჰოფმანის საფორტეპიანო შესრულების ჩანაწერი გაკეთდა.შეიქმნა პირველი ჩამწერი ხელსაწყო ფონოგრაფი.ჩაწერილი მუსიკის მოხმარებამ შემდგომში მრავალფეროვანი ფორმები მიიღო.თავდაპირველად იყო მოდური სიახლე ,ხოლო შემდეგ მუსიკის მოყვარულებმა ჩანაწერების შეგროვება დაიწყეს,მუსიკის მოხმარება ყოველდღიური ცხოვრების ასპექტად იქცა.ამგვარი ევოლუცია სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია.მოგვიანებით შეიქმნა ვინილის ფირფიტები,კასეტები,დისკები და დღეს უკვე ციფრული ტექნოლოგიით შექმნილი მუსიკა წარმოუგდენელი მასშტაბებით გავრცელდა.

ტელევიზიის გამოგონებამდე რადიო მსოფლიოში სახლის გართობის ძირითადი საშუალება იყო.ხალხი რადიოების გარშემო იკრიბებოდა და უსმენდა მუსიკას,ახალი ამბების გამოშვებას,სპექტაკლებს,და იღებდა ინფორმაციას.პოპულარული მუსიკა ვერასდროს მიიღებდა თანამედროვე ფორმას ვეება ამერიკული რადიოქსელების გარეშე.რადიომ ადგილობრივი მომღერლები ვარსკვლავებად აქცია და ყველა ჟანრის მუსიკის პოპულარიზაცია მოახდინა.ჟანრობრივი,რასობრივი,და კლასობრივი ბარიერები საბოლოოდ მოშალა. 


კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება
მუსიკა უხმო კინოში
კინოსთვის მუსიკის შექმნა იმ დროიდან დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ. მაშინ კინოთეატრში როიალზე ან პიანინოზე ტაპერი, ანუ კინოს მუსიკალურად გამფორმებელი, სხვადასხვა პოპულარული მელოდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს ასრულებდა. ტაპერები სახელგანთქმული კომპოზიტორებიც კი იყვნენ. მაგალითად, ამ საქმიანობით ირჩენდა თავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი. არაერთხელ უთქვამს, რომ ტაპერობა შემდგომში კინომუსიკის შექმნაში ძალიან გამოადგა. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას საკუთარი უხმო ფილმებისთვის.მუნჯური, ანუ უხმო კინოს დროსაც კი მუსიკა აუცილებელი იყო, მის გარეშე ფილმი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და სწორედ მუსიკა აძლევდა სიღრმეს.კინომუსიკა ადამიანში უამრავ ემოციას იწვევს. მას შეუძლია, მაყურებელი შეაშინოს, დაამშვიდოს, აყვიროს, გაუღვივოს სითბოს ან სიძულვილის გრძნობ. ამავე დროს, მუსიკას შეუძლია, თავგზა აგვიბნიოს, თუკი მისი მოსმენით გამოწვეული მოლოდინი ფილმის მსვლელობისას არ გამართლდება ან, პირიქით წინასწარ გაამჟღავნოს, როგორ განვითარდება კინოისტორია. თუ ერთხელ მაინც ვნახავთ ფილმს მუსიკის (და არა ხმის გარეშე) გარეშე, ხშირ შემთხვევაში ის ნაკლებად ღრმად და ორგანზომილებიანად მოგვეჩვენება, თითქოს მაყურებელსა და მოქმედებას შორის ემოციური კავშირი გაწყდა. 

სიახლე კინოს ისტორიაში

რადფორდის ტექნოლოგიების ნაციონალური მუზეუმის თანამშრომლებმა შეძლეს გაეკეთებინათ საოცარი აღმოჩენა, რომელიც კინოს ისტორიაში ნამდვილი „გარღვევაა“: მუზეუმის არქივებში მათ მსოფლიოში ყველაზე პირველი ფერადი ვიდეოჩანაწერი იპოვეს.
ადრე ყველაზე ძველი ფერადი ფირი, რომლის შესაქმნელად ეგრეთ წოდებული Kinemacolour-ის პროცესი გამოიყენებოდა, დათარიღებული იყო 1909 წლით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფერადი კინოს გადაღების პროცესი ათი წლით ადრე – 1899 წელს მოიგონა და დააპატენტა ფოტოგრაფმა ედვარდ რეიმონდ ტერნერმა. სახელდობრ, მისმა 1902 წელს გაკეთებულმა მოკლე „ჩანახატებმა“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრებიდან, რომლებიც მუზეუმის თაროებზე იმტვერებოდა, ისტორიკოსების წყალობით, მხოლოდ ახლა იხილა დღის სინათლე.



ქართული კინოხელოვნების ისტორია
ქართული კინოხელოვნების ისტორია მე_20  საუკუნის დამდეგიდან იწყება. ლუმიერების სინემატოგრაფს ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. .პირველად ლუმიერების  საპროექტო აპარატი შეიძინეს 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ,ამის შემდეგ მათ დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  გასტროლების მოწყობა ეს იყო დასაბამი გაცნობოდა ქართველი მაყურებელი კინოხელოვნებას.
პირველი კინოსტაციონარი  ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა 1904 წელს ოდისელი კომერსანტის სოფია ივანიცკაიას მიერ  სახელწოდებით ''ილუზიონი'' 
     1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ რადიუმში შედგა.
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი უხმო  მხატვრული ფილმი ქრისტინე (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით)
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 19231938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: არსენა ჯორჯიაშვილი, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), სურამის ციხე (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), მოძღვარი (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას შაქირი (როტე ფანე).
   ქართული მუნჯური კინოს ისტორიიდან ერთ_ერთი უხუცესი ფილმია ''ჩემი ბებია ''რომელი რეჯოსორმა კოტე მიქაბერიძემ გადაიღო 1925 წელს.მუსიკა ფილმისთვის დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ბეტ კასტერმა.როდესაც ამ ფილმის ჩვენება მოხდა კინოთეატრ ''ამირანში'' ბეტ კასტერი სპეციალურად ჩამოვიდა თავის 6 წევრიან ჯგუფთან ერთად.

კინემატოგრაფის დაბადების ისტორია


კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს და ჩვენი მოვალეობაა, ცოტა რამ მაინც ვიცოდეს მის შესახებ


პარიზი კაპუცინების ბულვარი''გრან კაფეს'' საბილიარდო ''ინდური სალონი'' მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება

სწორედ აქ 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა''მეოცე საუკუნის სასწაულად წოდებული'' მეშვიდე ხელოვნება კინემატოგრაფი.

ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში
პირველი საჯარო ფასიანი კინოთეატრი რომლის ორგანიზატორებიც პირველი ლიონელი ფაბრიკატები ძმები;ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული''გაცოცხლებული ფოტოგრაფია ''წარუდგინეს''აპარტს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.

პირველი სიანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა.მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა კედელი,მატარებლის შემოსვლა,მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან,ბავშვის საუზმე,გაწუწული მებაღე.
ლუმიერები , თავდაპირველად კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. არც კი უფიქრიათ, რომ გამოგონება ხელოვნების ახალი დარგი გახდებოდა.ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა.აქედან იწყება კინომატოგრაფის ტრიუმფალური სვლა.თუმცა ძმებ ლუმიერებამდე კინემატოგრაფის დაბადებას  ხანგრძლივი წინაისტორია ჰქონდა.უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცოხლის ერთ_ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება მუდმივი მოძრაობა,ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში_დინამიკაში.ამ მცდელობის დასტურია ეგვიპთა ქურუმთა მიერ ''სასწაულების'' მოსახდენად გამოგონილი ოპტიკური აპარატები,სახელგანთკმული ჩინური''ჩრდილთა თეატრი'',ფრანგული''ჯადოსნური ფარანი''.მე_16_17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისტვის.




იწყება კინომატოგრაფიის მეფობის ხანა.1896 წლის 4 მაისს ლუმიერების კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ_პეტერბურგში,ამავე წლის 26 მაის მოსკოვში,ხოლო 16 ნოემბერს თბილისში.ლუმიერების ფილმები ძირითადად''საოჯახო ალბომის ''პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისგან შედგებოდა. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ფილმს "ბავშვის საუზმე". ლუმიერების ყველა ფილმი ქრონიკულ რეპორტაჟად არის აღიარებული გამონაკლისია მხოლოდ "გაწუწული მებაღე". გარდა კომიკური ეფექტისა ამ სურათში სადადგმო და სახიობითი კინოს პირობოთობაა წარმოჩენილი და ამდენად, იგი მხატვრული ფილმის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ

თანდათანობით კინოს ბიზნესმა უფრო და უფრო მოიხვეჭა სახელი. 1910 წლებში უამრავი კინოთეატრი გაიხსნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდ რეკლამებს უკეთებდნენ, მათზე დაბეჭდილი, სტატიები, ინტერვიუები თუ პოსტერები საკმაოდ პოპულარული იყო. ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი, ამერიკელი რეჟისორი დევიდ უორკ გრიფითი.'''ყოველთვის, როცა უყურებ დღევანდელ ფილმებს, იქ აუცილებლად არის რაღაც, რაც გრიფითთან დაიწყო",- აცხადებდა ალფრედ ჰიოჩკოკი. გრიფითს სამართლიანად უწოდებენ კინოს მართლწერის შემქმნელს. რადგან კინო მუნჯური იყო მიმიკას და სახეს დიდი ყურადღება ექცეოდა. გრიფითმა პირველმა გამოიყენა სახის ახლო კადრი და თქვა, რომ "სახე ადამიანის სულის გამომხატველია". იგი მთლიანი ხედის გადაღებას ამჯობინებდა სახე და გმირის განცდები გადაეღო. გრიფითის გადაწყვეტილებით ფილმების გადაღება ლოს-ანჟელესის სამხრეთ შემოგარენში დაიწყეს, სადაც ხელსაყრელი ჰავა და მზიანი დღეები იყო. გრიფითის მიერ ამორჩეული ადგილი შემდგომში ჰოლუვუდად იქცა.
მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა შექმნეს სინემატოგრაფი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე კინოს გაშუქება ხდებოდა. სიტყვა "სინემაც"(კინო) აქედან მომდინარეობს. მაშინ ფილმებს ძირითადად მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ. ნელ-ნელა ცნება კინო უფრო და უფრო ღრმავდებოდა.

 ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი დევიდ უორკ გრიფითი,რომელმაც, შექმნა კინოხელოვნების სინტაქსი, გამოსახულების მონტაჟი და მრავალი მხატვრული ხერხი, რომელთა საშუალებით კინო მეათე მუზად და ხელოვნების მეშვიდე დარგად იქცა.მან პირველმა შემოიღო და დანერგა კინოინდუსტრიაში ახალი ხერხები: დაბნელება, დიდი ხედი, მოძრავი კამერის გამოყენება, ერთსა და იმავე სცენის სხვადასხვა მხრიდან გადაღება და სხვ. მისი ფილმები მსოფლიო შედევრებს მიეკუთვნება. 
1916 წელს ნაჩვენები იყო გრიფითის ფილმი "შეუწყნარებლობა", რომლის სახვითი მხარეც შედევრად აღიარეს. ფილმი ოთხი კინომოთხრობისგან შედგებოდა. ყოველი ამბავი ნაწყვეტებად იყო გადმოცემული. "შეუწყნარებლობა" გრიფითის გენიალურ გამოგონებათა შემაჯამებელი ფილმია. ამ ფილმით იწყება კინოხელოვნება არამარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი კინემატოგრაფიული სამყაროსთვის.1916 წელს შეიქმნა ასევე მისი მუნჯური  ფილმი ,,მოუთმენლობა”.
საშინელებათა ფილმები,რომლებიც მხატვრული კინოს ერთ_ერთი ჟანრია არსებობდა მუნჯური კინოს დროსაც,პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმი შეიქმნა 1896 წელს, ეს იყო ჟორჟ მელიესის სურათი ციხე-დარბაზი ეშმაკითურთ“.

ბალეტის ისტორია
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (XVI .) თავდაპირველად, როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ..ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
      ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას.
რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა. ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი - ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (1910-1992) გახლავთ.
მან დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1924 წელს, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. მალე საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში. აქ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, კლასიკურ რეპერტუარებში წამყვან როლებს ასრულებდა. 1941 წლიდან კვლავ თბილისში დაბრუნდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმეისტერი გახლდათ.მან უამრავი სახელოვანი ბალეტის მოცეკვავე აღზარდა, როგორებიცაა ნინო ანანიაშვილინიკა ცისკარაძეირმა ნიორაძედათო მახათელილალი კანდელაკი...

ქართული კლასიკური ბალეტის ისტორია XIX საუკუნის შუა წლებიდან იწყება. რუსეთის მეფისნაცვალმა კავკასიაში ვორონცოვმა მანოხინს ყველა პირობა შეუქმნა საბალეტო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად და  მართლაც, 1852  წელს თბილისელ  მაყურებელს წარუდგინეს მეორე მოქმედების ნაწყვეტი ბალეტიდანსილფიდა“. საქართველოში საბალეტო სკოლის ფუძემდებელი იყო იტალიელი მოცეკვავე და პედაგოგი მარია პერინი. 1916 წელს მან თბილისში სტუდია გახსნა, რომელშიც აღიზარდა ლეგენდარული ვახტანგ  ჭაბუკიანი . 1936 წელს ანდრია ბალანჩივაძის მუსიკაზე შეიქმნა პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლიმზეჭაბუკი“. სწორედ ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება ქართული ბალეტის შემდგომი წარმატებები, რომელმაც ბრწუყინვალე ეპოქა შექმნა ქართული ბალეტის ისტორიაში. დღეს მის გზას აგრძელებს მსოფლიო ბალეტის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.



ქართული პანტომიმის ისტორია
 ქართული თეატრალური კულტურის საწყისებს უძველეს დროში ვპოულობთ. ძველ ქართულ სანახაობათა შესახებ უძველეს დამწერლობით ძეგლებსა და ანტიკური დროის მწერალთა ნაწერებში თუმცა მცირე, მაგრამ მაინც საყურადღებო ცნობებია შემონახული. ამას ემატება არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული უმდიდრესი მასალა. საქართველოში, ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში, განვითარებული იყო წყობის, სრულიად ორიგინალური საფერხულო, საცეკვაო და სასიმღერო სანახაობანი. ამას ადასტურებს ბერძენთა სახელგანთქმული ისტორიკოსი ქსენოფონტე, რომელიც შემდეგნაირად აღწერს უძველეს ქართულ სალაშქრო სანახაობას: ,,მეომარი მოსანიკენი” ასეულებად დაეწყვნენ და დადგნენ ერთმანეთის პირისპირ როგორც ქორები, ერთი მათგანი იწყებდა, ხოლო ყველა დანარჩენი სიმღერით რიტმულად მიაბიჯებდა”. ამავე ისტორიკოსის ცნობით, მესხების მეორე ტომს ჩვეულებად ჰქონია – როცა მტერზე გაიმარჯვებდა, სიმღერასა და ცეკვა მართავდა. ამ ცეკვას ისე წარმოგვიდგენდა, თითქოს სურდა, სხვებისათვის ეჩვენებინა. ძველ ქართულ სანახაობათა დასაბამს წარმოადგენდა ერთი პირი ფერხული, რომელსაც ხალხურ ენაში თავისი მოძახილი ანუ მოლექს ჰყავდა. შემონახულია ძველი ქართული მიმიკური მოქმედების აღმნიშვნელი ტერმინები. კახეთში მიმიკურ ქმედებას “ჩრდილების კეთებას” უწოდებდნენ, ხოლო მიმიკური თამაშის შემსრულებლებს – მიმოსს – ბრეციას.
    ბრეცია – პანტომიმის ხელოვნების ასახვის საფუძველია. იგი შემდეგში საერთო სანახაობებში აირია და ამიტომაც ცალკე ჩამოყალიბებული სახე ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საქვეყნოდ ცნობილი პანტომიმის მსახიობები არა გვყოლია, ქართული თეატრის ისტორიაში პანტომიმაზე მაინც ბევრი საყურადღებო მასალა გვხვდება, განსაკუთრებით სახალხო დღესასწაულებში. მათგან ყველაზე საინტერესო ბერიკაობა და ყეენობაა. ბერიკებს თან დაყვებოდნენ მიმიკოსები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ მოცეკვავენი, ჟონგლიორები, აკრობატები და პანტომიმისტები. ეს უკანასკნელი უსიტყვოდ თამაშობდნენ სახუმარო სცენებს.
     პროფესორი დ. ჯანელიძე თავის წიგნში “ქართული თეატრების საწყისები” შემდეგნაირად აღგვიწერს ამ სახალხო დღესასწაულებს: – “სახალხო სანახაობა – ყეენობა საქართველოში ძველთაგანვე ყველიერობის დასასრულს “შავ ორშაბათს” იმართებოდა. ამ ქართულ კარნავალს თავისი წყობა გააჩნდა. თავისებური ნიღბები და სანახაობა ჰქონდა, ამაში მთელი სოფელი ღებულობდა მონაწილეობას.
     ყეენისა და მისი თანმხლები ამალის წევრები აუცილებლად კარგი მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ. მათთვის პანტომიმაც არ უნდა ყოფილიყო უცხო ხილი, რადგანაც სანახავად მოსულ ზღვა ხალხს ალბათ ოპერის საუკეთესო ხმაც ვერ გააგონებდა ვერაფერს. ჟესტი კი აქ ყველაზე უკეთესი საშუალება იყო.
     თეატრალური სანახაობა ბერიკაობაც ყველიერის დროს იმართებოდა. ხანდახან კი მტერი ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ბერიკები მოიკაზმებოდნენ და დაიწყებდნენ სიარულს ოჯახებში. გვერდს აუვლიდნენ იმ ოჯახს, რომელსაც მიცვალებული ჰყავდა. ისინი გაჩერდებოდნენ თითოეული ოჯახის წინ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და სახუმარო პანტომიმებით, ბრეციას შესრულებით აცინებდნენ ოჯახის წევრებს. აქ ისინი განასახიერებდნენ ძუნწებს, ძველ ქართულ ზღაპრებს, უქნარებს, ვაჭრებს და სხვა. ბოლოს კი ოჯახის წევრებს თხოვდნენ, რაიმე საჩუქარი გამოეტანთ მათთვის. იყო შემთხვევები ოჯახი არ მიიღებდა ბერიკებს, მაშინ ისინი ძალით შეამტვრევდნენ კარებს ანდა ისეთ სასაცილო პანტომიმის სცენებს გაითამაშებდნენ ცეკვისა დასიმღერის თანხლებით, რომ მასპინძელს გააცინებდნენ, ეს უკანასკნელი გამოუტანდა მათკვერცხებს, ხორცს, ყველს და სხვა სანოვაგეს. ბერიკას ამალაში შედიოდნენ ტახის, მეფის, პატარძლის, ექიმის, ვაჭრის, მაჭანკლის და სხვა ნიღბით მოსილი მონაწილენი. ბერიკათა ამალას ჰყავდა მებრძოლები, რომლებიც სახედრებით, ურმებით დაჰყვებოდნენ თავიანთ დასს. ასეთიხარჯის, საჩუქრების მოსათავსებლად სათამაშო ადგილი ზოგან სპეციალურ მომზადება-მოწყობას მოითხოვდა, საბერიკო წარმოდგენის დაწყებისას ხალხს ატყობინებდნენ და ამაშიც სანახაობითი თეატრალური ელემენტები შეჰქონდათ. ბერიკაობის მოკლე შინაარსი ასეთი იყო. ბერიკას ცოლი მოჰყავდა. ხალხს აშინებდა… მაგრამ ცოლს იტაცებდნენ. ბრძოლაში ბერიკა იღუპებოდა, ცოლი ბერიკას დასტიროდა, ღმერთს მის გაცოცხლებას შესთხოვდა და ბერიკაც ცოცხლდებოდა. ამის შემდეგ გახარებულები ზეიმობდნენ. ბერიკას სიკვდილსა და გაცოცხლებაში ზამთრის მოსვლა, ბუნების სიკვდილი და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, მისი გამოღვიძება იგულისხმებოდა. მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ეს დღესასწაული ხალხური წარმოშობის ქალღმერთის – ტელეფინუსისადმი (კიბელეს) მიძღვნილი მისტერიის მემკვიდრეა. ბუნების აღორძინებისა და განაყოფიერების ქალღმერთი ტელეფინიუსიც ხომ მკვდარი და აღმდგარი ღმერთი იყო. სახალხო დღესასწაულები XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის მთავრობამ აკრძალა. საქართველოში მრავალი თეატრალური დასი შეიქმნა, მაგრამ პანტომიმით მხოლოდ XX საუკუნეში დაინტერესდნენ.
    პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც პანტომიმის დადგმა დიწყო, იყო კ. მარჯანიშვილი. იგი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა და ეუფლებოდა პანტომიმას, პანტომიმური სპექტაკლისათვის შექმნა სამი ლიბრეტო და განახორციელა პანტომიმური სპექტაკლების დადგმა, რომლებმაც იმდროინდელ პრესაში ფართო მომსახურება ჰპოვეს. პირველი პანტომიმა, რომელიც კ.მარჯანიშვილმა რუსეთში 1912 წელს დადგა იყო ა. ვოზნესენკის “ცრემლები”. მუსიკა ეკუთვნოდა ილია ალექსანდრეს ძე საცს. ვოზენესენსკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ეს სპექტაკლი მიდიოდა უსიტყვოდ და იგი ქალაქ კიევში გარნიზონის ჯარისკაცებს უჩვენეს. ამით კ. მარჯანიშვილს უნდოდა შეემოწმებინა, თუ როგორ გაიგებდა გამოუცდელი მაყურებელი ისეთ თავისებურ სპექტაკლს, როგორც “ცრემლები” იყო. ცდამ წარმატებით ჩაიარა და შემდეგში კ. მარჯანიშვილს 1913 წელს “თავისუფალი თეატრის”რეპერტუარში უკვე შეაქვს პანტომიმა “პიერეტას მოსასხამი” (მუსიკა დონანისა). კ. მარჯანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დადგმაზე მუშაობდა ა. თაიროვი.
     საქართველოში დარუნების შემდეგ მარჯანიშვილმა დადგა ორი ქართული პანტომიმა – ”მზეთამზე” რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1926 წელს და “ხანძარი” (ქუთაისში). 1930 წელს სპექტაკლ “მზეთამზე”-ში მარჯანიშვილმა დაამუშავა ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია მეფის ასულის ”მზეთამზის” თავგადასავალი.” როგორც მარჯანიშვილი განსაზღვრავს, პანტომიმაში დაგენილი მოძრაობები არ არსებობს; ისინი მსახიობის შინაგანი მოქმედების მიხედვით ყოველ წუთს იცვლებიან.
    მარჯანიშვილის სპექტაკლები ხასიათდებოდნენ განსაკუთრებული რიტმულობით, ლამაზი მიზანსცენებით, დიდი შინაგანი ემოციურობით. მის სპექტაკლებში მსახიობის მოძრაობა ყოველთვის დატვირთული იყო შინაარსობრივად. იგი როგორც მოქანდაკე ისე ძერწავდა თითოეული მსახიობის სხეულს და თავის სპექტაკლებში ხშირად იყენებდა პანტომიმის ელემენტებს.
     ასეთივე დიდ როლს ანიჭებდა პლასტიკას მეორე დიდი რეჟისორი ს. ახმეტელი. სწორედ ს. ახმეტელისა და კ. მარჯანიშვილის შემოქმედება დააყენა ქართული ბალეტის შექმნის საკითხი, რაც ასე ბრწყინვალედ განახორციელა ვ. ჭაბუკიანმა. პირველი ქართული ბალეტი “მზეჭაბუკი” სწორედ “მზეთამზის” შთამომავალია.


 წყარო: პანტომიმის თეატრი

თეატრის ისტორია




ოპერის თეატრის ისტორია საქართველოში ას სამოცდახუთზე მეტ წელს ითვლის. კავკასიის მთავარმართველის, გენერალ-ფელდმარშალ გრაფ მიხაილ ვორონცოვის ინიციატივით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა რვაას  მაყურებელზე გაანგარიშებულ ე.წ. „ქარვასლის თეატრის“ შენობას იტალიელი არქიტექტორის, სკუდიერის ხელმძღვანელობით თეატრი ოთხი წელი შენდებოდა.

ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ამავე წლის 25 ოქტომბერს პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის სტატია თეატრის დარბაზის ორი სურათით. ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია“. განთქმულმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც 1858 წელს თბილისი მოინახულა, თავის წიგნში „კავკასია“, ოპერის თეატრს  მთელი თავი მიუძღვნა. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს“ - წერდა იგი.

 1851 წლის 9 ნოემბერს, საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით, თბილისის პირველი საოპერო სეზონი გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ გახსნა. ეს მოვლენა სახალხო ზეიმად იქცა. სამი თვის განმავლობაში ბარბიერიმ თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა, მათ შორის: ჯუზეპე ვერდის „ერნანი“, ვინჩენცო ბელინის „ნორმა“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ და სხვ. ცნობილია, რომ თბილისის თეატრის პირველ წარმოდგენათა სტუმრები იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰაჯი მურატი; მოგვიანებით, 1857 წელს, სწორედ თბილისის ოპერის სცენაზე შედგა მომავალში სახელგანთქმული სოპრანოს,  ჯუზეპე ვერდის რჩეული მომღერლის, ტერეზა შტოლცის სასცენო დებიუტი.

ახალგახსნილი ოპერის თეატრის მეორე სეზონზე კი პეტერბურგიდან საბალეტო დასი მოიწვიეს, რომელთა შორის ფ. მანოხინი და ე. პანოვი იყვნენ. დასმა 5 ოქტომბერს ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ მეორე მოქმედება და „პოლკა-ვენგერკა“ წარმოადგინა. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისში. მოგვიანებით ფეოდორ მანოხინმა „ჟიზელის“ მეორე აქტიც დადგა. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი  მანვე, 1854 წლის იანვარში წარმოადგინა. ეს იყო შმიდტის ორმოქმედებიანი ბალეტი „გიტანა“ (ტალიონის ქორეოგრაფია).

თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. იტალია იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწეოდა ავსტრიის იმპერიიდან თავდასახსნელად და დიდი კომპოზიტორის ეროვნული სულისკვეთება მახლობელი და გასაგები იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველებისათვის.

მოგვიანებით თბილისში დიდი ინტერესი გამოიჩინეს გერმანული, კერძოდ, რიხარდ ვაგნერის ოპერების მიმართ. როგორც წესი, ევროპაში შექმნილ მაღალმხატვრულ საოპერო თხზულებათა დიდი ნაწილი მალევე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. ოპერა თბილისში სახალხო სანახაობად იქცა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საოპერო დასის შექმნაც გადაწყდა.

1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრი ხანძარმა გაანადგურა. ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ვაჭარი ყაზაროვი დაიჭირეს და 9 წლით გააციმბირეს, თუმცა, სავარაუდოდ, ამაში უმაღლესი ადმინისტრაციის ხელი ერია. ოპერამ 22 წლით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა.  ამ სწორედ პერიოდში, თბილისში მიიღო სასცენო ნათლობა დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა. ამ პერიოდში თეატრის სათავეში რუსი კომპოზიტორი იპოლიტოვ-ივანოვის მოვიდა; ხშირად ჩამოდიოდა პიოტრ ჩაიკოვსკიც.
1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული, 1200 კაცზე გათვლილი, ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა (დღევანდელი შენობა). ეს, ე.წ. „სახაზინო თეატრი“ 1896 წლის 3 ნოემბერს რუსულმა საოპერო დასმა გახსნა მიხაილ გლინკას ოპერით „ცხოვრება მეფისთვის“.

XIX ს. 80-90-იან წ.წ. თბილისში სპექტაკლებს მართავდა პეტერბურგის საიმპერატორო საბალეტო თეატრი, რომლის დასში ცეკვავდნენ სოფია ფიოდოროვა, აისედორა დუნკანი, ვერა და მიხეილ ფოკინები. მიხეილ ფოკინი თბილისში თავის პირველ ნოვატორულ ბალეტებს დგამდა, რომლებმაც შემდეგ  პარიზში, დიაგილევის “რუსულ ბალეტს" აღიარება მოუტანა.

თბილისში შედგა იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლის, მარია პერინის საზღვარგარეთული დებიუტი. მან ქართველ მაყურებელს პირველად აჩვენა 32 ფუეტე. 1897-1907 წლებში პერინი თბილისის საოპერო თეატრში გამოდიოდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საბალეტო სკოლის საფუძვლის ჩაყრაც.

სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98 წწ., 1910 წ.), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903 წ.), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907 წ.), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08 წწ, 1913 წ.); მღეროდნენ შესანიშნავი მომღერლები.

1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას. პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ 1897 წლის 20 დეკემბერს, პეტერბურგში შესრულდა, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად მიიჩნევა 1919 წელს, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს  - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დეკემბერს კი, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. 1937 წლიდან დღემდე თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ტრადიციულად, ყოველ ახალ სეზონს „აბესალომ და ეთერით“ ხსნის. 

პირველი ქართული კლასიკური ბალეტი, ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ („მთების გული“) 1936 წელს დადგა თანამედროვეობის უდიდესმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა, მამაკაცის კლასიკური ცეკვის ერთ-ერთმა რეფორმატორმა, „ცეკვის ჯადოქარმა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბალეტო სკოლას. 1929-41 წლებში იგი ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის (მარიას) თეატრში კლასიკური რეპერტუარის ყველა წამყვან პარტიას ასრულებდა. 1941 წლიდან კი თბილისში დაბრუნდა და 1973 წლამდე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა. მანვე დადგა არაერთი ქართული ბალეტი. თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს ცეკვავდნენ შესანიშნავი მსახიობები: ლილი გვარამაძე, ვერა წიგნაძე, ირინა ალექსიძე, მარია ბაუერი, ეთერ ჭაბუკიანი, ირინა ჯანდიერი, ლილიანა მითაიშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, ბაქარ მონავარდისაშვილი, თენგიზ სანაძე, ჯარჯი მაღალაშვილი, ვახტანგ გუნაშვილი და სხვები.

1950-73 წლებში ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც, რომლის კურსდამთავრებულები არიან მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები და ბალეტმაისტერები: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, იგორ ზელენსკი, ნიკოლოზ ცისკარიძე, ელენე გლურჯიძე, დავით მახათელი, დავით და ლაშა ხოზაშვილები, ვასილ ახმეტელი და სხვები.

თბილისის ოპერა ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, რომლებმაც შექმნეს და აგრძელებენ ქართული საოპერო სკოლის ტრადიციებს - ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი ნაკაშიძე, ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ლამარა ჭყონია, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, ცისანა ტატიშვილი, ლიანა კალმახელიძე, პაატა ბურჭულაძე, თემურ გუგუშვილი,  ჯემალ მდივანი, ელდარ გეწაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე, ვალერიანო გამგებელი, ლადო ათანელი, გია გაგნიძე, ნაირა გლუნჩაძე, ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი), ნანა ქავთარაშვილი (მირიანი), თამარ ჯავახიშვილი (თამარ ივერი), ნინო სურგულაძე და სხვები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ გამოჩენილი ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, ვალერიან მიზანდარი, ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე; რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, გურამ მელივა, რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე; მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე, ივანე ასკურავა, ფარნაოზ ლაპიაშვილი, იური გეგეშიძე, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე და სხვები.

1930-იანი წლებიდან ქართული ოპერები და ბალეტები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ისინი დაიდგა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში. თბილისის თეატრის საოპერო და საბალეტო დასს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა  ტრიუმფალური გასტროლები, წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში. თბილისის თეატრის სცენას ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ საქვეყნოდ განთქმული საოპერო შემსრულებლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები.

1970-იანი წლების დასაწყისში თეატრის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გიორგი ალექსიძე. ფეოდორ ლოპუხოვის მოსწავლე. ალექსიძემ თეატრში სულ სხვა ესთეტიკა მოიტანა. კლასიკური რეპერტუარის გარდა თეატრში იდგმებოდა ნეოკლასიკური ბალეტები. 1982-85 წლებში საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა მიხეილ ლავროვსკი, დიდი თეატრის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
თბილისის ოპერის თეატრს უკავშირდება ცნობილი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებიც. აქ იგი 1962 წელს მოვიდა, მას შემდეგ, 1965-68 წლებში მთავარი დირიჟორი და, 1982-2002 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

2016 წლის 14 ნოემბრიდან, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია მომღერალი ბადრი მაისურაძე.

1973 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა თითქმის მთელი ინტერიერი, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. 1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღდგა (არქიტექტორები – ლერი მეძმარიაშვილი, მურთაზ ჩაჩანიძე). გაფართოვდა ინტერიერი, სცენა. შენარჩუნდა შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილი. მოეწყო 6 სარეპეტიციო დარბაზი (3 საბალეტო, 2 საოპერო და ერთიც ორკესტრისთვის) თეატრის ფოიეში მდებარე სამ შესანიშნავ - ე.წ. წითელ, ცისფერ/სარკეებიან დარბაზებში იმართებოდა ვოკალური და კამერული კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა სახის შეხვედრები.

1986-2004 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი  ზურაბ ლომიძე გახლდათ. 2004-2012- წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი იყო რეჟისორი დავით საყვარელიძე. 2004-2009  წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი  ზაზა აზმაიფარაშვილი. 2011-2014 წლებში მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორი იყო ჯანლუკა მარჩანო. 2013-2014 წლებში თეატრის მმართველი – დირიჟორი გიორგი ჟორდანია, ხოლო დირექტორი – გიორგი კილაძე გახლდათ. 2014-16 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი დავით კინწურაშვილი იყო, ხოლო დირექტორი – ალექსანდრე მოწონელიძე. 

2004 წლიდან ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი გახდა. დასის რეპერტუარში ახლა წარმოდგენილია ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ბალეტები, თანამედროვე ქორეოგრაფების ნაწარმოებები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ცნობილი ქორეოგრაფები და ბალეტმაისტერები: მ. ლავროვსკი, ფ. ანდერსენი, ა. გრანტი, ბ. კუკი, დ. ბონერი, მ. ბარბიერი, თ. მაკინტაერი, ა. ფადეეჩევი, ი. პოსოხოვი, ბ. სტივენსონი, ნ. ეუვერინკი, კ. ოსოლა, პ. დელკრუა, ბ. მარტინი;  საბალეტო სპექტაკლებისათვის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიან: ალექსანდრე ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი, დავით მონავარდისაშვილი; თბილისში სპექტაკლებს ხშირად დირიჟორობენ სერგეი სტადლერი, ალექსანდრე სოტნიკოვი, რობერტ კოული.  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან გამოდიან ანხელ კორელა,  ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ირმა ნიორაძე, დევიდ ჰოლბერგი, ელენე გლურჯიძე, მაია მახათელი, ტამარა როხო,  და სხვები.

2010 წელს დაიწყო თეატრის შენობის რემონტი (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). ინტერნაციონალურ პროექტში, ძირითადი სპონსორის, საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ გარდა, მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა ფირმებმა, მათ შორის იყვნენ: გერმანული „გერიეცი“ და „ზალცბრენერი“; ავსტრიული „ვაგნერი“; სერბული „სვეტლიოსტი“. გამაგრდა საძირკველი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალულნი არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები: ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. დაიბეჭდა და სცენას დაუბრუნდა „თეატრის სავიზიტო ბარათი“ სერგო ქობულაძის 1960 წელს შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი ფარდის პრინტი. 1955 წლის შემდეგ მეორედ გამოიცა შალვა კაშმაძის ორტომეულის „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ განახლებული ვერსია. 

განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერის ,,აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა.


საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი Opera Europa-ს წევრია. თეატრი ჩართულია მასშტაბურ ევროპულ კულტურულ პროექტში „ისტორიული თეატრების ევროპული მარშრუტი“. პროექტი ევროკავშირის კულტურის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. 
წყარო:opera.ge

No comments:

Post a Comment