ბიოგრაფია



ნატო ვაჩნაძე


ოფიციალური სახელი:

ნატალია ანდრონიკაშვილლი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1953  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.
სწავლობდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში.
1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში; იყო მუსიკის მასწავლებელი; 1932 წელს მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ შუბთან; 1934 წელს კვლავ თბილისშია; პირველი როლი "არსენა ყაჩაღში" შეასრულა, ამას მოჰყვა ნუნუს როლი ფილმში "მამის მკვლელი", ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე; ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი "სამი სიცოცხლე" და "ჩვენი ქვეყნის რაინდი", სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა მთავარ როლებს; მისი როგორც მსახიობის აღმასვლის შემდეგი საფეხური იყო ფატის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე?"; არ შეიძლება არ აღინიშნოს მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კ. მარჯანიშვილის ფილმებში "ამოკი" და "კრაზანა"; მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: "ქაჯანა", "სამშობლო", "ხიდობნელი ქალიშვილი", "ის კვლავ დაბრუნდება", "აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი" და სხვა; მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა, მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა, თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია "სახკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა; საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი. დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, 1996 წლიდან საქართველოს კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი - "ნატო"(სხვადასხვა ნომინაციით). 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1941 - სტალინური პრემია
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმში "ნარინჯის ველში" ნანის როლის შესრულებისათვის
  • 1938 - საპატიო ნიშნის ორდენი, ფილმში "არსენა" ნენოს როლის შესრულებისთვის
  • 1935 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი



გლინკა მიხეილ ივანეს ძე - რუს. Михаи́л Ива́нович Гли́нка (20. V. 1804, სოფ. ნოვოსპასკოე, ახლანდელი ელნის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, – 3. II. 1857, ბერლინი), რუსი კომპოზიტორი, რუსული კლასიკური მუსიკის ფუძემდებელი.

სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელთან არსებულ კეთილშობილთა პანსიონში. ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა ჯ. ფილდთან და შ. მაიერთან. XIX ს. 20-იან წლებში გამოდიოდა როგორც მომღერალი და პიანისტი. ამავე წლებში შექმნა რომანსები: „ნუ მაცდუნებ,“ „საბრალო მომღერალი“, „ქართული სიმღერა“ (პუშკინის ლექსზე), რომელშიც აისახა 1823 კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.
1830-34 იმოგზაურა იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. 1833-34 ზამთარში ბერლინში მეცადინეობდა ჰარმონიაში ზ. დენთან, 1834 რუსეთში დაბრუნებისთანავე შეუდგა მუშაობას ოპერაზე „სიცოცხლე მეფისათვის“. პირველი წარმოდგენა (1836. 27. XI) იქცა რუსული კლასიკური ოპერის დაბადების დღედ. საბჭოთა პერიოდში ოპერას უწოდეს „ივან სუსანინი“. 1837-39 გლინკა მუშაობდა სამეფო კარის კაპელმაისტერად. ამ წლებში დაწერა ცნობილი რომანსები „ეჭვი“, „მე მახსოვს წუთი გასაოცარი“, რომანსების ციკლი „გამოთხოვება პეტერბურგთან“, „ვალსი-ფანტაზია“ ორკესტრისათვის და სხვ. მისი მეორე ოპერის, „რუსლან და ლიუდმილას“ პრემიერამ (1842) წარუმატებლად ჩაიარა.
1844-47 გლინკა საფრანგეთსა და ესპანეთში ცხოვრობდა. პარიზში (1845) გაიმართა მისი კონცერტი. ესპანეთში შექმნა 2 ესპანური უვერტიურა: „არაგონული ხოტა“ და „მადრიდის ზაფხულის ღამის მოგონება“ (პირველი რედაქციით – „ღამე მადრიდში“). 1848 დაწერა საორკესტრო სკერცო „კამარინსკაია“. 1856 გაზაფხულზე გაემგზავრა ბერლინში და კვლავ შეუდგა მეცადინეობას ზ. დენთან. იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში.
გლინკა რუსული კლასიკური ოპერის ორი უმთავრესი ჟანრის: გმირულ-პატრიოტულისა (სიცოცხლე მეფისათვის“) და ზღაპრულ-ეპიკურის („რუსლან და ლიუდმილა“), ფუძემდებელია. მან დიდი როლი ითამაშა აგრეთვე რუსული სიმფონიზმის (კერძოდ, მისი ჟანრულ-სახასიათო ნაკადის) განვითარებაში, რაც, პირველ რიგში, ეხება მის „კამარინსკაიას“. გლინკას რომანსებმა დასაბამი მისცა რუსეთში ამ ჟანრის კლასიკურ ეტაპს. მის შემოქმედებაში პირველად აისახა კავკასიურ-აღმოსავლური თემატიკა. გლინკამ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის რუს კომპოზიტორებზე



ჯანო კახიძე

ოფიციალური სახელი:ჯანსუღ კახიძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 2002  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს.
შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს; 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "შვიდკაცა"; 1958-1962წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1962-1971წწ. იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965-1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1973 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორიმას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: "შერეკილები" (გ. ყანჩელთან ერთად), "პირველი მერცხალი" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად),"დათა თუთაშხია" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად); მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (სტრავინსკის "საღმთო გაზაფხული", შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის "ანცი შაირები", ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის "როსტოკური სიმფონია", თორაძის მე-2 სიმფონია; 1971-1973წწ. მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად; 1972 წელს ამავე თეატრის სცენაზე მისი ინიციატივით და ხეძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"; 1989 წელს დაარსდა თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი, რომლის შექმნის იდეა მას ეკუთვნის; მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა, იგი დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს; მისი სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება; არის ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალის (1958) და მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი. ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მომღერლი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 105; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი, პრეზიდენტი (1989-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1977 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სსრკ სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ნინო ანანიაშვილი

დაბადების თარიღი:19 მარტი, 1963  (55 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მოსკოვის აკადემიური ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1981 წელს. 
1981-1988წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა; მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ჟიზელი", "რომეო და ჯულიეტა" "რაიმონდა", "დონ კიხოტი", "კორსარი", "მაკნატუნა" , "ბაიადერა", "ოქროს საუკუნე", "სილფიდა", "ფარაონის ასული", "შოპენიანა", "პატარა პრინცი" და სხვა. 1988 წლიდან  გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში "ნიუ-იორკ სიტი ბალე", სადაც იცეკვა ჯორჯ-ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი", "აპოლო", "რაიმონდა ვარიაციები". იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში. 2004 წლიდან დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.21; ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ანანიაშვილი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


  • 1999 - საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია "ოქროს ქალღმერთი"
  • 1997 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, "წლის საუკეთესო ქალბატონის" წოდება
  • 1995 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 1993 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1986 - ჯექსონის(აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსი, გრან-პრი
  • 1985 - მოსკოვის მე-5 საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, ოქროს მედალი
  • 1981 - მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსი, გრან-პრი
  • 1980 - ვარნას(ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსი, ოქროს მედალი
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია



სერგეი პროკოფიევი
დირიჟორი, კომპოზიტორი--(1891-1953)
დაბადების ადგილი: სოფელი სონცოვკა, რუსეთი.
1904–1909წწ. სწავლობდა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგები ა. კ. ლიადოვი(კომპოზიცია), ნ. ა. რიმსკი–კორსაკოვი(ინსტრუმენტობა), ნ. ნ. ჩერეპნინი(დირიჟორობა), ა. ნ. ესიპოვა(ფორტეპიანო).
1941–1942წწ. იყო თბილისში; 1933 წლის 13 მაისს შ. რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართა საავტორო კონცერტი, სადაც შეასრულა საკუთარი ნაწარმოებები: საფორტეპიანო კონცერტი N2, N3, "წამიერებანი", "სარკაზმები", "მოხუცი ბებიას ზღაპრები", ეტიუდები, "მოზღვავება", სავიოლინო სონატა(მევიოლინე ბორის სიბორი), ამავე წლის 17 მაისს, ე. მიქელაძის დირიჟორობით შეასრულა საკუთარი საფორტეპიანო კონცერტი N3(პირველი შესრულება თბილისში), უდირიჟორა აგრეთვე სიუიტას საკუთარი ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა", მარშს ოპერიდან "სამი ფორთოხლის სიყვარული"; თბილისში დაიწერა მისი ოპერის "ომი და მშვიდობა" უვერტიურა, ამავე ოპერის I რედაქცია, საფორტეპიანო სონატა N7; პირველი მუსიკისმცოდნე ვინც პრესაში პროკოფიევს უწოდა კლასიკოსი იყო გ. ორჯონიკიძე; სერგეი პროკოფიევის მუსიკას ფართო ადგილი უკავია ქართველ მუსიკოს–შემსრულებელთა რეპერტუარში; თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა: ოპერები: "სიმონ კოკტო, "სიყვარული სამი ფორთოხლისადმი", "ჯვრისწერა მონასტერში", "ცეცხლოვანი ანგელოსი"; ბალეტები: "რომეო და ჯულიეტა", "ფიფქია", "Блудный сын"; პროკოფიევისადმი მიძღვნილი პირველი მონოგრაფიის ავტორია გ. ორჯონიკიძე . "პროკიფიევის საფორტეპიანო სონატები", მოს., 1962; რუსი პიანისტი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 393


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756 – 1791)


გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.
მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა. ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა. მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა. სამი წლის განმავლობაში (1770 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს. იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ. მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ, გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა, ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.

1781 წელს ის ვენაში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მოცარტის ბოლო ათი წელიწადი მისი ნიჭის გაფურჩქვნის ხანაა. გერმანული თეატრის შეკვეთით მან დაწერა კომიკური ოპერა სერალიდან მოტაცება. კიდევ უფრო მეტ ოსტატობას მოცარტმა შემდგომ სამ ოპერაში მიაღწია. ესენია: ფიგაროს ქორწინება, დონ ჟუანი და ჯადოსნური ფლეიტა. ამ წლებში მან ოსტატობის მწვერვალს მიაღწია. 1788 წლის ზაფხულის განმავლობაში, მან სამი უკანასკნელი და საუკეთესო სიმფონია დაწერა, არანაკლებ მნიშვნელოვანი.
ჯადოსანური ფლეიტის პრემიერიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.
მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).
თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.
ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.
მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.





ნიკოლოზ ანდრიას ძე რიმსკი-კორსაკოვი დაიბადა. 6 მარტი/18 მარტი1844ტიხვინი — გარდაიცვალა. 8 ივნისი/21 ივნისი1908, მამული ლუგის მახლობლად, ახლანდელი (ლენინგრადის ოლქი) — რუსიკომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკის მწერალი. 1861 წელს გახდა რუს კომპოზიტორთამძლავრი ჯგუფის წევრი. განსაკუთრებით ცნობილია, მისი ფოლკლორითა და ზღაპრული მოტივებით გატაცებით და ორკესტრირების განუმეორებელი ნიჭით, რომელიც სავარაუდოდ მისი სინესთეზიის გავლენა უნდა ყოფილიყო.
1859-1860 წლებში მეცადინეობდა პიანისტ . კანილესთან. ბალაკირევის ხელმძღვანელობით

დაწერა I სიმფონია (1865). 60-იან წლებში შექმნა 20-მდე რომანსი, სიმფონიური სურათისადკო“ (1867), II სიმფონიაანტარი“ (1868. 70-80-იან წლებში ოპერებიფსკოველი ქალი“) (1872), „მაისის ღამე“ (1879), „თოვლია“ (1881).
1871 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. იყო სამხედრო-სასაზღვრო უწყების სასულე ორკესტრების ინსპექტორი (1873-1884), უფასო სამუსიკო სკოლის დირექტორი (1874-1881), სამეფო კარის კაპელის მმართველის თანაშემწე (1853-1894). ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი, ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსული ფოლკლორისადმი (შეადგინა ცნობილი კრებული „100 რუსული ხალხური სიმღერა“, 1876). 80-იან წლებშია შექმნილი უმთავრესი სიმფონიური ნაწარმოებები:„ზღაპარი“ (1880), „ესპანური კაპრიჩი“ (1887), სიუტაშეჰერაზადა“ (1858), უვერტიურანათელი დღესასწაული“ (1858) და სხვა. 90-იან წლების II ნახევარში შექმნა ოპერები: „სადკო“ (1896), „მოცარტი და სალიერი“ (1897), „ბოიარი ქალი ვერა შელოგა“ („ფსკოველი ქალისპროლოგი, 1898), „მეფის საცოლე“ (1898), „ზღაპარი მეფე სალთანზე“ (1900). რიმსკი-კორსაკოვის 900-იანი წლები საუკეთესო ოპერებში („უკვდავი კაშჩეი“ (1901), „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ ფებრონიაზე“ (1904), „ოქროს მამალი“ (1907)) ნათლად აისახა როგორც რევოლუციამდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო, ისე ახალი მხატვრულ-სტილისტური ტენდეციები. რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება ღრმად თვითმყოფია და ამავე დროს უმჭიდროეს კავშირშია კლასიკურ ეროვნულ (პირველ რიგში, გლინკას) ტრადიციებთან, „მძლავრი ჯგუფისიდეურ-მხატვრულ პრინციპებთან.
რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედების ტიპურმა თვისებებმა თავი იჩინა იმ ნაწარმოებებში, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ ზღაპრულ თემატიკასთან, ხალხური პოეზიის სახეებთან, რუსულ ბუნებასა და ხალხურ ყოფასთან. მან ძალზე გააფართოვა საორკესტრო-ტემბრული და ჰარმონიული გამომსახველობია სფერო და დიდი გავლენა მოახდინა ამ მხრივ არა მარტო რუსულ, არამედ დასავლეთ ევროპის კომპოზიტორებზეც (მაგ., კლოდ დებიუსიმორის რაველი). რიმსკი-კორსაკოვის ოპერები მრავალფეროვანია ჟანრული, კომპოზიციური და სტილისტური თვალსაზრისით, მაგრამ წამყვანი როლი ენიჭება ზღაპრულ-ეპიკურ ტენდეციას. დიდი წვლილი შეიტანა რიმსკი-კორსაკოვმა სიმფონირ მუსიკაშიც, განსაკუთრებული მიღწევები აქვს პროგრამული (უპირატესად ზღაპრული შინაარსის) სიმფონიური სიუიტისა („შეჰერაზადა“, „ესპანური კაპრიჩო“) და სურათოვან-ფერწერითი უვერტიურის („სადკო“) ჟანრებში.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიანალექსანდრე გლაზუნოვიანატოლი ლიადოვიმიხეილ იპოლიტოვ-ივანოვიანტონ არსენსკინიკოლოზ მიასკოვსკი და სხვები. მასთან სწავლობდნენ აგრეთვე იგორ სტრავინსკიმელიტონ ბალანჩივაძე. ავტორია ორკესტრობისა და ჰარმონიის სახელმძღვანელოების, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა — „ჩემი ცხოვრების მატიანე“ (გამოც. 1909). დიდია მისი დამსახურება სარედაქტორო მუშაობის დარგში. მან დაასრულა და შემდეგ შეასრულა ალექსანდრე დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკისბორის გოდუნოვი“ (ახალი რედაქცია) დახოვანშჩინა“. სხვებთან ერთად მოამზადა გამოსაცემად გლინკას საოპერო პარტიტურები. 1944 წელს . ტიხვინში, სახლში, სადაც დაიბადა კომპოზიტორი გაიხსნა მუზეუმი (რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი). საქართველოში სისტემატურად იდგმება და სრულდება რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები. მისი ოპერებიდან თბილისში დაიდგამაისის ღამე“ (1883-1884), „თოვლია“ (1897-1898), „მოცარტი და სალიერი“ (1899-1900), „სადკო“ (1899-1900), „მეფის საცოლე“ (1900-1901), „ოქროს მამალი“ (1924. წლები ყველგან პირველი დადგმებისაა).



გრიგი ედვარდი - (ნორვ. Edvard Hagerup Grieg, 15. VI. 1843, ქ. ბერგენი, – 4. IX. 1907, იქვე), ნორვეგიელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.
ფორტეპიანოზე დაკვრა შეასწავლა დედამ. 1863 გრიგი გაემგზავრა კოპენჰაგენში, სადაც დაუახლოვდა ახალგაზრდა ნორვეგიელ კომპოზიტორს რ. ნურდროკს. 1865 მათ დააარსეს საკონცერტო ორგანიზაცია „ევტერპე“, რომელიც პროპაგანდას უწევდა სკანდინავიელ კომპოზიტორთა შემოქმედებას.
გრიგის პირველი ნაწარმოებები 1863-67 თარიღდება. ეს არის მცირე ფორმის საფორტეპიანო პიესები, სონატა (op. 7), I სავიოლინო სონატა (op. 8), უვერტიურა „შემოდგომით“ (11). 1867-74 დირიჟორობდა ქრისტიანიის ფილარმონიული საზოგადოების სიმფონიურ კონცერტებს. კომპოზიტორ და მევიოლინე ი. სვენსენთან ერთად 1871 დააარსა „მუსიკალური საზოგადოება“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ნორვეგიელი კომპოზიტორების ნაწარმოებთა პოპულარიზაციის საქმეში. 1868 შექმნა ცნობილი საფორტეპიანო კონცერტი (ლა მინორი), ხოლო 1876 დაწერა მუსიკა (23 ნომერი) ჰ. იბსენის პიესა „პერ გიუნტისათვის“. 1880 გრიგი საბოლოოდ დასახლდა მშობლიურ ბერგენში, სადაც სათავეში ჩაუდგა მუსიკალურ საზოგადოებას „ჰარმონიას“. როგორც პიანისტი და დირიჟორი ხშირად გამოდიოდა ევროპის ქვეყნებში. გრიგმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც ნორვეგიული კლასიკური მუსიკის ფუძემდებელმა.
გრიგის შემოქმედებაში განსაკუთრებით გამოირჩევა: „ლირიკული პიესების“ 10 რვეული, პიესების ციკლი „ხალხური ცხოვრების სურათები“, „ჩრდილოური საცეკვაო და ხალხური ჰანგები“, საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრის თანხლებით, საორკესტრო სიუიტები „პერ გიუნტი“ და „სიგურდ ჯვაროსანი“ („სიგურდ იურსალფარი“), საკონცერტო უვერტიურა „შემოდგომით“, ლიროკული პიესები და სხვ. (პ. ხუჭუა)



იმპრესიონიზმი - (ფრანგ. Impressionnisme, impression შთაბეჭდილება), ხელოვნებაში ერთ-ერთი მიმართულება. თავდაპირველად ყველაზე თანმიმდევრულად და მკაფიოდ იგი გამოვლინდა ფრანგი მხატვრების შემოქმედებაში (კ. მონე, ო. რენუარი, ე. დეგა, ე. მანე, კ. პისარო, ა. სისლეი და სხვ.). დასაბამს იღებს ახალგაზრდა მხატვრების გამოფენიდან (პარიზი, 1874). იმპრესიონისტები მიზნად ისახავდნენ ხელოვნების განახლებას, სალონური აკადემიზმის დაძლევას, დიდ ოსტატობას იჩენდნენ წამიერი შთაბეჭდილებების აღბეჭდვის, ფერთა ფაქიზი კოლორირების ხელოვნებაში.
მუსიკაში იმპრესიონიზმი აღმოცენდა XIX ს. 80-90-იან წლებში. ამ მიმართულებისთვის მთავარია სიმბოლური მნიშვნელობისა და უფაქიზესი ფსიქოლოგიური განწყობილებების გადმოცემა, მისწრაფება პოეტური და პეიზაჟური პროგრამულობისაკენ. იმპრესიონიზმის ნიშნები გამოვლინდა მ. რაველის, პ. დიუკას, ფ. შმიტის, ჟ. ჟ. როჟე-დიუკასისა და სხვ. ფრანგ კომპოზიტორთა შემოქმედებაში. ყველაზე სრული თანმიმდევრული, ჭეშმარიტად კლასიკური გამოხატულება კი კ. დებიუსის მუსიკაში პოვა. იმპრესიონისტ კომპოზიტორთა – პირველ რიგში, დებიუსის შემოქმედებამ გაამდიდრა მუსიკის გამომსახველობითი საშუალებები განსაკუთრებით კი ჰარმონიული და ტემბრული მუსიკალური აზროვნება. XX ს. დასაწყისში მუსიკის იმპრესიონიზმი გავრცელდა ინგლისშიც (ფ. დელიუსი, ს. სკოტი), ესპანეთში (მ. დე ფალია), იტალიაში (ო. რესპიგი), პოლონეთში (კ. შიმანოვსკი) და სხვა ქვეყნებში. იმპრესიონიზმის ესთეტიკის გავლენა XX ს. მიჯნაზე განიცადეს რუსმა კომპოზიტორებმა ა. სკრიაბინმა, ი. სტრავინსკიმ, ნ. ჩერეპნინმა და სხვ.




დებიუსი კლოდ აშილ - ფრ. Achille-Claude Debussy (22. VIII. 1862, სენ ჟერმენ-ან-ლე, პარიზის მახლობლად, – 25. III. 1918, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი.
მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში (1872-84), სადაც სწავლობდა ა. მარმონტელთან (ფორტეპიანო) და ე. გიროსთან (კომპოზიცია). 1881 და 1882 იყო რუსეთში. 1885-86 – რომში. 1887-იდან პარიზშია. დებიუსი მუსიკის იმპრესიონიზმის ფუძემდებელი, ნოვატორი კომპოზიტორია, რომელმაც გადაახალისა მუსიკის გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა, რითაც გავლენა მოახდინა მრავალ კომპოზიტორზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „პელეასი და მელიზანდი“ (მ. მეტერლინკის დრამის მიხედვით. 1902 პარიზი), მისტერია „წმ. სებასტიანის წამება“ (1911), პრელუდია სიმფონიური ორკესტრისათვის „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ (ს. მალარმეს მიხედვით 1894), 3 ესკიზი „ზღვა“ (1903-05), ტრიპტიქი „ნოქტიურნები“ (1899), სიუიტა „იბერია“ (1908), მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის: 24 პრელუდია (2 რვეული 1910-13), 12 ეტიუდი (2 რვეული 1915), ინსტრუმენტული ანსამბლები, 50-ზე მეტი სიმღერა (რომანსი) და სხვ.

No comments:

Post a Comment